10:17 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
მასშტაბური ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race

ბათუმში 20 აპრილს ღამის მარათონი გაიმართება

© Sputnik / Seyran Baroyan
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

შეჯიბრება გაიმართება როგორც უფროსების, ისე ბავშვებისთვის, რომლებიც, ასაკის მიხედვით, 500 და 1000 მეტრს გაირბენენ.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ღამის გარბენი Batumi Night Marathon ბათუმში შაბათს, 20 არილს გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ასევე ბათუმის მთელი მსოფლიოს მარათონელებისთვის მიმზიდველ ტერიტორიად გადაქცევა.

„ორგანიზატორებს ასევე სურთ შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების მიღებას და მომზადებას საერთაშორისო არენაზე ასპარეზისთვის“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეჯიბრების ფარგლებში დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი – 21,1 კილომეტრი, გარბენი 10 კილომეტრზე. კიდევ ორი მარათონი გაიმართება ბავშვებისთვის: 6–9 წლის (500 მეტრი) და 10–13 წლის (1000 მეტრი).

გარბენის დროა 18:40 – 23:30 საათი. ბავშვების მონაწილეობა უფასოა, ხოლო უფროსების – ფასიანი. ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები ელოდებათ.

შეჯიბრება ასევე ითვალისწინებს სპეციალურ პრიზს: მას მიიღებს ნახევარმარათონის (21,1 კმ) ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, რომელიც ფინიშთან მივა. პრიზი 2 ათასი ლარია.

სპორტული მოვლენის ყველა მონაწილეს ფინალში ელოდება კონცერტი, რომელზეც შოუს „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გამოვა.

აღსანიშნავია, რომ სახსრების ნაწილი ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშებს ეხმარება.

ღამის მარათონი ბათუმში 33 ქვეყნის მორბენალს შეკრებს>>

ღონისძიების ორგანიზატორია სასტუმრო Colosseum Marina, ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ასევე ბათუმის ბულვარის მხარდაჭერით.

მთავარი თემები