12:29 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (825)
164 0 0

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების დაცვა წარმატებით მუშაობდა, მაგრამ მეორე ტაიმში შვეიცარიელებმა ტემპს მოუმატეს და ქართველებმა ორი გოლი გაუშვეს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები EURO-2020-ს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში თბილისში შვეიცარიის გუნდთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

საქართველო-შვეიცარიის საფეხბურთო მატჩზე ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია >>

ორივე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. 57-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანა სტივენ ცუბერმა, ხოლო საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე - დენის ზაკარიამ.

თამაშის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სტუმრები ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას და კუთხურების რაოდენობით ჯობნიდნენ, დანარჩენში ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები ფიფას რეიტინგით მერვე გუნდს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა შესვენების შემდეგ. შვეიცარიელებმა ტემპს მოუმატეს, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეს და ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეების ტემპს ფეხი ვერ აუწყვეს.

ქართველების დაცვაში პირველმა სერიოზულმა შეცდომამ გოლი გამოიწვია. ცუბერმა შტანგასთან ახლოს დაარტყა და ლორიამ გუნდის დახმარება ვერ შეძლო.  

გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიელებმა განაგრძეს შეტევები და რამდენჯერმე დაემუქრნენ მასპინძლის კარებს. ერთ-ერთი შეტევა მე-80 წუთზე მეორე გოლით დასრულდა. ემბოლიოს დარტყმა ლორიამ მოიგერია, თუმცა ბურთი მოხვდა ზაკარიასთან, რომელსაც არავინ „ფარავდა“ და „ბორუსიას“ ნახევარმცველმა თითქმის ცარიელ კარში დაარტყა.

უპირატესობის მიუხედავად, შვეიცარიელებს დარჩენილ ათ წუთში კიდევ ორი გოლის გატანა შეეძლოთ. მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველებმა - გურამ კაშიამ და ოთარ კაკაბაძემ ძალიან კარგად ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარია შესარჩევ D ჯგუფში ლიდერობს. მომდევნო მატჩს პეტკოვიჩის გუნდი 26 მარტს დანიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. ამავე დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი გასვლაზე ირლანდიას დაუპირისპირდება.

თემები:
სპორტის ამბები (825)

მთავარი თემები