საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

© photo: Georgian Football Federation / FBსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების წინ სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში ჩაატარა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

პირველი მატჩი ევრო-2020-ის შესარჩევი თამაშების ფარგლებში 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო>>

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. აქედან 24-მა მინდორზე ივარჯიშა, ხოლო გუნდის დებიუტანტმა ვატო არველაძემ – კვლავ სავარჯიშო დარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით. ნაკრებმა წვრთნები არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერების უმრავლესობა გუნდს სამშაბათს შეუერთდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში

„დღეს სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს, გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა", – განაცხადა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, იუწყება სფფ-ის პრეს-ცენტრი.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები D ჯგუფში გამოვა შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად. ევრო–2020-ის ფინალურ ნაწილში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გადავა.

პირველ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს შვეიცარიას დაუპირისპირდება (მატჩის დასაწყისი 18:00 საათზე), ხოლო 26 მარტს დუბლინში ირლანდიას შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0