დასახელდა საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრან-პრიზე

© Sputnik / STRINGERევროპის ჩემპიონატი ძიუდოში
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის გრან-პრიზე უძლიერესი შემადგენლობა არ გაემგზავრება

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება პარიზის გრან-პრიზე ეროვნული გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ნათქვამია ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში 9-10 თებერვალს გაიმართება.

ქართველი ძიუდოისტი ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს >>

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებისთვის ამ სეზონზე პირველ გრან-პრიზე 11 სპორტსმენი იასპარეზებს:

-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

-81კგ - კობა მჭედლიშვილი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100კგ - ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.

აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველ დიდ შეჯიბრებაზე საქართველო ოპტიმალური შემადგენლობით არ წარდგება. სხვადასხვა მიზეზების გამო პარიზში არ გაემგზავრებიან ამირან პაპინაშვილი (-60 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთო ჭრიკიშვილი (-90 კგ) და ასევე გასული წლის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

პარიზის შარშანდელ გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს - ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ჯილდოები ნუგზარ ტატალაშვილმა (-90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0