07:39 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი

ქართველი ძიუდოისტი ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს

© Sputnik / STRINGER
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
16110

თუშიშვილმა გასულ წელს ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა დააგროვა.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

IJF-ის ფულადი პრიზები 2018 წლის საუკეთესო ძიუდოისტებს გადაეცემა. მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის თითოეული ლიდერი (სპორტსმენები, რომლებმაც გასულ სეზონზე ქულათა უდიდესი რაოდენობა მოიპოვეს) 50 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო თითოეული წონითი კატეგორიის ლიდერი – 10 ათას დოლარს.

მამაკაცთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თუშიშვილს, რომელმაც გასულ წელს 8 102 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლო. ქალთა შორის საუკეთესო გახდა ფრანგი კლარის აგბენენუ (Clarisse Agbegnenou) – 8256 ქულა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – ეროვნული გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) 2018 წელი თავის წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ის IJF-სგან ბონუსის სახით 10 ათას დოლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თავის წონით კატეგორიაში საუკეთესო კიდევ ორი ქართველი გახდა, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. ესენი არიან რობერტ მშვიდობაძე (-60 კგ, რუსეთი) და ნიკოლოზ შერაზადაშვილი (-90 კგ, ესპანეთი).

2018 წელს თუშიშვილი ბაქოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მოიგო ორი გრან-პრი (თბილისსა და ზაგრებში), ასევე ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსის სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები