საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს კალათბურთის ნაკრები ლიტვის გუნდის წინააღმდეგ
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ლიტვის გუნდის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაკრების მოთამაშეთა ნაწილმა ტრავმა მიიღო, ხოლო ორი კალათბურთელი კლუბების ხელმძღვანელებმა არ გამოუშვეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა ეროვნული გუნდის საბოლოო შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, აღნიშნულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საბოლოო სიაში 12 კალათბურთელი შევიდა. აქედან საქართველოს ჩემპიონატში რვა სპორტსმენი მონაწილეობს და მხოლოდ სამი — ევროპაში თამაშობს. კიდევ ერთი მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში 19 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს: მანუჩარ მარკოიშვილი, მაიკლ დიქსონი, გოგა ბითაძე, მერაბ მარკოიშვილი, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი. რევაზ როგავა, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, ბექა ბექაური, ნიკა დარბაიძე. ნიკა ცქიტიშვილი.

უახლოეს ორ მატჩში გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ასევე თავიანთი კლუბების წამყვანი ორი კალათბურთელი — თორნიკე შენგელია ("ბასკონია", ესპანეთი) და გიორგი შერმადინი ("უნიკახა", ესპანეთი) კლუბების ხელმძღვანელობამ, გუნდების ევროლიგაში მონაწილეობის გამო, არ გამოუშვა.

"ყველამ კარგად იცის, რა სიტუაციაში ვართ. სამი ისეთი კალათბურთელი ვერ ითამაშებს, როლებსაც დიდი დახმარების გაწევა შეეძლოთ… დღეს საქართველოს ნაკრებს სწორედ გამოცდილება აკლია, კალათბურთელთა უმეტესობა, იმ დონეზე, როგორზეც სერბეთისა და გერმანიის ნაკრების კალათბურთელები თამაშობენ, პირველად გადის", — აღნიშნა ზუროსმა.

ბერძენმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ გულშემატკივარს შემდგომ თამაშებზე გამარჯვებებს ვერ ჰპირდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ორი მატჩი ღირსეულად ჩაატაროს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო
ზუროსმა გააგრძელა კონტრაქტი საქართველოს კალათბურთის ნაკრებთან

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები G ჯგუფში 24 ნოემბერს ქალაქ ხემნიცში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მეორე მატჩს 27 ნოემბერს — ბელგრადში სერბეთის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ამ ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა ავსტრია, რომელსაც ნაკრები მომავალი წლის თებერვალში დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები თავისი ისტორიის განმავლობაში კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოსულა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ევროპული გუნდი. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადასასვლელად, ჯგუფში საუკეთესო სამეულში მოხვედრაა საჭირო.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება ჩინეთში — 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია აშშ-ის ნაკრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0