11:43 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
შუქურა ბათუმში

ბეგლარ ელბაქიძე ათი წლის წინ დამყარებული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს

© Sputnik / Seyran Baroyan
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

ელბაქიძემ 10,5 კმ მანძილი ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუსვენებლად უნდა გადაცუროს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 57 წლის ქართველი მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე ათი წლის წინ დამყარებული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას დღეს ბათუმში შეეცდება, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

2007 წელს ინჟინერ-მშენებელმა ბეგლარ ელბაქიძემ თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრის დისტანცია ხელების დახმარების გარეშე გაცურა. ფეხების დახმარებით ეს დისტანცია 3 საათსა და 28 წუთში ხელაწეულმა გადალახა. ერთ ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, მეორეში — საქართველოს დროშა.

იმისათვის, რომ საკუთარი დამყარებული რეკორდი გააუმჯობესოს, ელბაქიძემ ბათუმის აეროპორტიდან შუქურამდე 10,5 კმ მანძილი ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუსვენებლად უნდა გადაცუროს.

„გადავცურავ დგომით, მხოლოდ ფეხებს გამოვიყენებ, ერთ ხელში საქართველოს დროშას დავიჭერ, მეორეში ტურიზმის დეპარტამენტის ლოგოს, ფორმაში ვარ, როგორც ათი წლის წინ", — ამბობს სპორტსმენი.

ბეგლარ ელბაქიძემ 10 წლის წინ რეკორდი თბილისის ზღვაზე დაამყარა. ვერტიკალურად მან 8,5 კილომეტრი გადაცურა. ამჯერად იგი მანძილის დაფარვას 5-6 საათში გეგმავს.

მთავარი თემები