ჭიდაობის ფედერაციის პრიორიტეტები 4–წლიან სამოქმედო გეგმაში

© United World Wrestlingთავისუფალი სტილით ჭიდაობა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
თავისუფალი სტილით ჭიდაობა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, ასევე ვეტერანებისა და ოლიპიელების დაჯილდოება გაიმართა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, ასევე ვეტერანებისა და ოლიპიელების დაჯილდოება გაიმართა, აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამოქმედო გეგმა გეგა გეგეშიძემ წარმოადგინა, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. გეგეშიძე წარსულში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე და წესების გარეშე ბრძოლების მონაწილეა.

ვლადიმერ გეგეშიძე - Sputnik საქართველო
არჩეულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

გეგეშიძის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებში შედის სხვადასხვა საკითხი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სპორტსმენების წიგნიერების ამაღლების საკითხებით დამთავრებული.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგმაშია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურსი მოწყობა, საჭიდაო დარბაზების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ჭიდაობის განვითარება და ხელშეწყობა რეგიონებში.

ასევე, სპორტდარბაზებში მინი–ბიბლიოთეკების მოწყობა, ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება რეგიონებში მცხოვრები მოჭიდავეებისთვის.

გეგმის თანახმად, ყურადღება უნდა გამახვილდეს სპორტული პერსონალის – მწვრთნელი, მსაჯი, ექიმი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და ა.შ. – კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე.

ქართული ჭიდაობის სცენა - Sputnik საქართველო
„ქართულ ჭიდაობას“ საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

უნდა მოხდეს ახალი ინიციატივების ხელშეწყობა და მოტივაციის წახალისება, მეტი ქალის ჩართვა სპორტის ამ სახეობაში; ჭიდაობის განვითარებაში საჭიროა სახელმწიფო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების ჩართულობა.

უნდა შეიქმნას სოციალური პაკეტები მოჭიდავეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ხოლო ვეტერანი მოჭიდავეებისათვის – შრომისა და დამსახურების შესაბამისი პირობები.

ასევე გეგმაში ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიურ ჩართვაზე ჭიდაობაში, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.

ჭიდაობის ფედერაციის პრიორიტეტებს შორისაა საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, აბსოლუტური და გუნდური ჩემპიონატების მოწყობა საქართველოში; ასევე კლუბების შექმნა და მხარდამჭერთა გუნდების ჩამოყალიბება.

პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

პრეზენტაციაზე ფულადი თანხით დააჯილდოეს ვეტერანი მოჭიდავეები და რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეები: მედალოსნები – ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბრინჯაოს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი და შმაგი ბოლქვაძე, ასევე ლიცენზიანტები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ფედერაციის ინიციატივით, 60 წელს გადაცილებულ 20 ვეტერანს, თითოეულს 1500 ლარი გადაეცა, რიოს ოლიმპიური თამაშების 11 ლიცენზიანტს კი – პრემიების სახით, შესაბამისად, 30, 25 და 20 ათასი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0