„ქართულ ჭიდაობას“ საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

© Минкультуры Грузииქართული ჭიდაობის სცენა
ქართული ჭიდაობის სცენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიდაობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. „ქართულ ჭიდაობას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მთავრობის მიერ არის მიღებული.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ მონასტრის კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაში აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. 

„ქართულ ჭიდაობაში“ შეჯიბრებები საქართველოში რელიგიურ დღესასწაულებზე რეგულარულად იმართებოდა.

„ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ „ქართულ ჭიდაობას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა“, — აცხადებენ სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0