თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდა და ის ორგანიზაციას ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი-2".
გეგეშიძის სასარგებლოდ 46 დელეგატმა მისცა ხმა. ფედერაციის ამჟამად უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა მიიღო. ესტატე გოგლიჭიძემ კი, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს, მხოლოდ სამი ხმა მიიღო.
"გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელმა კანდიდატმა მოიგო. მთავარია, რომ საჭიდაო ოჯახმა გაიმარჯვა. ქართული ჭიდაობის წინსვლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. აღორძინება კი რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ. სიამოვნებით ვითანამშრომლებ მანუჩარ კვირკველიასთან, თუკი მას ამის სურვილი ექნება", — ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გამარჯვებას გეგა გეგეშიძემ.
წარსულში გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე იყო, კარიერის დასრულების მერე შერეული საბრძოლო ხელოვნებას ММА გაჰყვა (იგივე ბრძოლა წესების გარეშე).