ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფრენბურთის ქალთა გუნდის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich ფრენბურთი
ფრენბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის სექტემბერში ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინალური ნაწილი თბილისში გაიმართება.

თბილისი, 25 ნოემბერი— Sputnik. ბაქოში ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა პარასკევს გაიმართა, რომელიც მომავალ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები В ჯგუფში იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის გუნდებთან ერთად ითამაშებს. ამ კვარტეტის მატჩები თბილისში 20-23 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. 

ძიუდო - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

სამი სხვა ჯგუფი შეხვედრებს აზერბაიჯანში გამართავს.

А ჯგუფი: აზერბაიჯანი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი

С ჯგუფი: რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა

D ჯგუფი: სერბეთი, ჰოლანია, ბელგია, ჩეხეთი

ტურნირის რეგლამენტით, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, სადაც მათ შეუერთდებათ გუნდებს შორის პლეი-ოფის პირველი რაუნდის გამარჯვებულები, რომლებიც ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.

კონტინენტთაშორისი პირველობის მოქმედი გამარჯვებული რუსეთის ნაკრებია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0