საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს.

თბილისი, 19 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფურ შეჯიბრში ოქროს მედლები მოიპოვა. ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ მალაგაში გაიმართა.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. პირველი ადგილის ბედი დასკვნით, მეხუთე რაუნდში გაირკვა, როდესაც ჯაბა მუმლაძე და აზარ იაგუბოვი შეხვდნენ ერთმანეთს.

ბრინჯაოს მედლები იტალიისა და რუსეთის გუნდებმა მოიპოვეს, რომლებმაც ჰოლანდიისა და უკრაინის გუნდებს სძლიეს.

ამ გამარჯვების წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მაჟორულ ნოტზე დასრულება შეძლო. ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო მოიპოვეს — თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66 კგ) და გიორგი კაციავილმა (-73 კგ).

რაც შეეხება ქართველ გოგონებს, ისინი გუნდურ ორთაბრძოლაში პირველივე რაუნდში დამარცხდნენ, მათ ხორვატიის ნაკრებს ანგარიშით 1:4 დაუთმეს.

ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მედალთან ყველაზე ახლოს მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ) იყო. თუმცა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ის ხორვატიელ ტიხეე ტოპოლოვეცთან დამარცხდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0