თბილისი, 25 ნოემბერი— Sputnik. ბაქოში ფრენბურთში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა პარასკევს გაიმართა, რომელიც მომავალ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები В ჯგუფში იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის გუნდებთან ერთად ითამაშებს. ამ კვარტეტის მატჩები თბილისში 20-23 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.
სამი სხვა ჯგუფი შეხვედრებს აზერბაიჯანში გამართავს.
А ჯგუფი: აზერბაიჯანი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი
С ჯგუფი: რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა
D ჯგუფი: სერბეთი, ჰოლანია, ბელგია, ჩეხეთი
ტურნირის რეგლამენტით, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, სადაც მათ შეუერთდებათ გუნდებს შორის პლეი-ოფის პირველი რაუნდის გამარჯვებულები, რომლებიც ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.
კონტინენტთაშორისი პირველობის მოქმედი გამარჯვებული რუსეთის ნაკრებია.