https://sputnik-georgia.com/20210818/vaqcinacia-12-wlis-asakidan-daiwyeba-252614980.html
საქართველოში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან დაიწყება
საქართველოში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან დაიწყება
Sputnik საქართველო
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების ვაქცინების Sinopharm-ის და Sinovac-ის მილიონი დოზა მიიღო. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T16:59+0400
2021-08-18T16:59+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222261_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_6250cb4afdd20101e5665423f7be89e5.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.როგორც გამყრელიძემ განმარტა, ასაკობრივი ზღვრის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა შესაბამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოსგან ელოდება.ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.
https://sputnik-georgia.com/20210818/vaqcinaciis-procesSi-arasrulwlovani-msjavrdebulebi-CaerTvnen-252612445.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222261_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0f93aa8e7fccb383bc15ce1dbce0204a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან დაიწყება
16:59 18.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების ვაქცინების Sinopharm-ის და Sinovac-ის მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ასაკობრივი ზღვრის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე.
„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად Pfizer-ით და Moderna-თი, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა შესაბამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოსგან ელოდება.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.