საქართველოში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან დაიწყება

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების ვაქცინების Sinopharm-ის და Sinovac-ის მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ასაკობრივი ზღვრის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე.
„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად Pfizer-ით და Moderna-თი, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა შესაბამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოსგან ელოდება.
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.
ყველა ახალი ამბავი
0