Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ვაქცინაციისთვის თანხას მიიღებს

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის სწავლებასაც მოიცავს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამიზნული დახმარება 40 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 35 მილიონით გაზრდილ დახმარებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისთვის მიიღებენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რომელ ვაქცინას ენდობიან ყველაზე მეტად საქართველოში – გამოკითხვა
„ევროკავშირი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
გამოყოფილი 35 მილიონი დახმარების პირველი 40 მილიონი ევროს პაკეტის დამატებაა, რომელიც თებერვალში გამოიყო მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მომზადების გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირს მხარდაჭერა მოიცავს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინებისა და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის განვითარების მხარდაჭერას.
ყველა ახალი ამბავი
0