კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას უცხოელები ქვეყნის სამ კლინიკაში შეძლებენ

© AP Photo / Matias Delacroixვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების გარდა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაციას შეძლებენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამ კლინიკაში, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო); ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რომელ ვაქცინას ენდობიან ყველაზე მეტად საქართველოში – გამოკითხვა
დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ დროებითი ბინადრობის უფლება აქვთ.
თერთმეტნიშნა კოდის დახმარებით, რომელიც დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს ენიჭებათ, მათ ვაქცინაციისთვის შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის პორტალზე.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა აირჩიონ. ამასთან, იმ პირებსაც, რომელთაც დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ, საკუთარი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ზემოაღნიშნული სამი კლინიკიდან ნებისმიერში ჩაიტარონ.
საქართველოში ამ დროისათვის ხელმისაწვდომია Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0