https://sputnik-georgia.com/20210804/vaqcinacias-ucxoelebi-qveynis-sam-klinikashi-sheleben-252502167.html
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას უცხოელები ქვეყნის სამ კლინიკაში შეძლებენ
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას უცხოელები ქვეყნის სამ კლინიკაში შეძლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების გარდა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T13:41+0400
2021-08-04T13:41+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397105_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_7422aa9ae491bf49052a282dc851316c.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაციას შეძლებენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამ კლინიკაში, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო); ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში. დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად.საფრანგეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ დროებითი ბინადრობის უფლება აქვთ.თერთმეტნიშნა კოდის დახმარებით, რომელიც დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს ენიჭებათ, მათ ვაქცინაციისთვის შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის პორტალზე.როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა აირჩიონ. ამასთან, იმ პირებსაც, რომელთაც დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ, საკუთარი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ზემოაღნიშნული სამი კლინიკიდან ნებისმიერში ჩაიტარონ.საქართველოში ამ დროისათვის ხელმისაწვდომია Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20210803/gamokiTxva-romeol-vaqcinas-endobian-saqarTveloSi-252489171.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397105_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_65ec533eeaa48e97c086cf026f5ed176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას უცხოელები ქვეყნის სამ კლინიკაში შეძლებენ
13:41 04.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოს მოქალაქეების გარდა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაციას შეძლებენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამ კლინიკაში, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო); ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.
დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ დროებითი ბინადრობის უფლება აქვთ.
თერთმეტნიშნა კოდის დახმარებით, რომელიც დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს ენიჭებათ, მათ ვაქცინაციისთვის შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის პორტალზე.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, დროებითი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა აირჩიონ. ამასთან, იმ პირებსაც, რომელთაც დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ, საკუთარი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ზემოაღნიშნული სამი კლინიკიდან ნებისმიერში ჩაიტარონ.
საქართველოში ამ დროისათვის ხელმისაწვდომია Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.