„ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ“: რა პირობა მისცა ღარიბაშვილმა ქართველ სტუდენტებს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
პროექტის ფარგლებში, კონკურსების გავლის საფუძველზე სახელმწიფო ახალგაზრდებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებს. 2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. 2014 წლიდან 1.150 ქართველი სტუდენტის უცხოეთში სწავლის დაფინანსებაზე თითქმის 43 მილიონი ლარი დაიხარჯა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის
დღეს განათლების საერთაშორის ცენტრში საკონკურსო წელი დასრულდა. სოციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. ასევე, შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ როგორც ახალი შერჩეული სტუდენტები, ისე მიმდინარე და კურსდამთავრებული სტუდენტები. 
პრემიერ-მინისტრი დაპირდა სტუდენტებს, რომ მომავალ წლებში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს შესაბამისი დაფინანსება, ისწავლოს უცხოეთში და შემდგომში მათი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს სამშობლოში.
„ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1.150 უნდა გახდეს 10.000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ სანამ ბატონი მიხეილი (ჩხენკელი - განათლების მინისტრი - რედ.) შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთარი ცოდნის რეალიზებაში.
„პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2014 წელს, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან წარმატებული... წელიწადში დაახლოებით 1.150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რობოტისა და ადამიანის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ქართველ მეცნიერებს საკუთარი ინტერნეტ–არხი ექნებათ
როგორც პრემიერმა აღნიშნა,  ქვეყნის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად  ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი სწორედ მათ ეკუთვნით.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრ გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონე, სწავლა გააგრძელონ უცხოეთში, უმაღლეს სასწავლებლებში. მე ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში. სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს თუნდაც დამატებით ფინანსების მოძიებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
სკოლამდელი განათლებიდან ადრონულ თერაპიამდე – განათლების სამინისტროს გეგმები
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია. არ ხდება მათი პოტენციალის, შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო...ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას,“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.
ყველა ახალი ამბავი
0