https://sputnik-georgia.com/20210715/150--ze-meti-axalgazrda-msoflios-saukeTeso-universitetSi-iswavlis-252328204.html
150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის
150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის
Sputnik საქართველო
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეულ კონკურსანტს კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი... 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T15:34+0400
2021-07-15T15:34+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_0:43:3095:1784_1920x0_80_0_0_7b8fdabb6bdd26abcf938359d10c1773.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კონკურსების გავლის საფუძველზე სახელმწიფო 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცენტრის ცნობით, შვიდ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი უკვე დასრულდა. დაფინანსების მოსაპოვებლად ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა ორი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი.2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:ამას გარდა, 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად „ფულბრაიტის" სამაგისტრო პროგრამის კონკურსი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1.000-ზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.
https://sputnik-georgia.com/20210708/Tbilisis-meriam-swavla-5-aTasamde-students-daufinansa-252250504.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_124:0:2853:2047_1920x0_80_0_0_a2578e5fa90f6c5540a3455f7af8be9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის
15:34 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეულ კონკურსანტს კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კონკურსების გავლის საფუძველზე სახელმწიფო 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს,
ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, შვიდ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი უკვე დასრულდა. დაფინანსების მოსაპოვებლად ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა ორი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი.
2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:
- საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 – 24 აპლიკანტი;
- საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 – შვიდი აპლიკანტი;
- საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 – ხუთი აპლიკანტი;
- საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021 – სამი აპლიკანტი.
ამას გარდა, 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
- სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) - 2021-2022 – 69 აპლიკანტი;
- სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021 – შვიდი აპლიკანტი;
- აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021 – ხუთი აპლიკანტი.
ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად „ფულბრაიტის" სამაგისტრო პროგრამის კონკურსი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1.000-ზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.