https://sputnik-georgia.com/20210728/qartvelo-mecnierebs-sakutari-internet-arxi-eqnebat-252441631.html
ქართველ მეცნიერებს საკუთარი ინტერნეტ–არხი ექნებათ
ქართველ მეცნიერებს საკუთარი ინტერნეტ–არხი ექნებათ
Sputnik საქართველო
ახალი სამეცნიერო პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების მიღწევების პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T10:49+0400
2021-07-28T10:49+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251113727_3:0:1919:1078_1920x0_80_0_0_3544a7bc0e4b148280b72ea57786d993.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. „მეცნიერების სამყარო“ – ასე ერქმევა ქართველი მეცნიერების ახალ ინტერნეტ–არხს, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახური.ინტერნეტ–არხი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე განათლების სამინისტროს ინიციატივით იქმნება.განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, ახალი პლატფორმის დახმარებით შესაძლებელი გახდება როგორც ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერების წარმოჩენა, ისე საზოგადოებისთვის ყველა იმ პროექტის გაცნობა, რომელიც ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფინანსდება. ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ინტერნეტ–არხი საზოგადოებას გააცნობს საქართველოს მდიდარ სამეცნიერო ტრადიციებს, ცნობილ სამეცნიერო სკოლებს, მათი დამფუძნებლების მოღვაწეობას, მეცნიერების სფეროში სიახლეებს. ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი სამეცნიერო ტრადიციების, ცნობილი სამეცნიერო სკოლების, მათი ფუძემდებლების მოღვაწეობის საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის გაცნობას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე სიახლეების მხარდაჭერას.ინტერნეტ–არხზე შესაძლებელი იქნება როგორც სამეცნიერო–პოპულარული, ისე დოკუმენტური სამეცნიერო ფილმების, ტელეგადაცემების, ვირტუალური მუზეუმებისა და ვიდეობლოგების ნახვა.პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
https://sputnik-georgia.com/20210701/qarTvelologia-vikipediaSi-ganaTlebis-saministro-konkurss-acxadebs-252188037.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251113727_242:0:1679:1078_1920x0_80_0_0_517fe1a48ba8d39d84ff507cec7391a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ქართველ მეცნიერებს საკუთარი ინტერნეტ–არხი ექნებათ
10:49 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ახალი სამეცნიერო პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების მიღწევების პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. „მეცნიერების სამყარო“ – ასე ერქმევა ქართველი მეცნიერების ახალ ინტერნეტ–არხს, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად,
იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახური.
ინტერნეტ–არხი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე განათლების სამინისტროს ინიციატივით იქმნება.
განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, ახალი პლატფორმის დახმარებით შესაძლებელი გახდება როგორც ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერების წარმოჩენა, ისე საზოგადოებისთვის ყველა იმ პროექტის გაცნობა, რომელიც ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფინანსდება.
ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ინტერნეტ–არხი საზოგადოებას გააცნობს საქართველოს მდიდარ სამეცნიერო ტრადიციებს, ცნობილ სამეცნიერო სკოლებს, მათი დამფუძნებლების მოღვაწეობას, მეცნიერების სფეროში სიახლეებს. ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი სამეცნიერო ტრადიციების, ცნობილი სამეცნიერო სკოლების, მათი ფუძემდებლების მოღვაწეობის საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის გაცნობას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე სიახლეების მხარდაჭერას.
ინტერნეტ–არხზე შესაძლებელი იქნება როგორც სამეცნიერო–პოპულარული, ისე დოკუმენტური სამეცნიერო ფილმების, ტელეგადაცემების, ვირტუალური მუზეუმებისა და ვიდეობლოგების ნახვა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.