არის თუ არა პედიატრიული საწოლების დეფიციტი ქვეყანაში: გაბუნიას განმარტება

© Government of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. კორონავირუსისგან მოზარდების დაცვის ერთადერთი პრევენციული მექანიზმი ოჯახის წევრების ვაქცინაცია და მათი მხრიდან კოვიდ-რეგულაციების დაცვაა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.
„ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს, გახშირდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებიც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრები მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ზედმიწევნით დაიცვან რეგულაციები“, – განაცხადა გაბუნიამ.
ეპიდემიოლოგების აზრით, სწორედ „ინდური“ შტამის გავრცელების გამო შეიქმნა საქართველოს კლინიკებში საწოლფონდის პრობლემა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიუხედავად კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდისა, ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ არის.
„ამ დროისათვის ქვეყანაში 1.328 თავისუფალი საწოლია. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე დეფიციტი არ აღინიშნება“, – განაცხადა გაბუნიამ. 
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით
ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტების განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.
პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და ამას შეიძლება თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება. ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0