https://sputnik-georgia.com/20210720/sakoordinacio-sabWo-regulaciebis-gamkacrebaze-umsjelebs-gamyreliZe-252371888.html
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T16:18+0400
2021-07-20T16:18+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367949_0:0:3455:1944_1920x0_80_0_0_3684c0becea3aedc58ac0fd5d9c0fc87.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს ადამიანები დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, ამიტომ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან დაკავშირებული რეგულაციები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდეს.„რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.მისი ინფორმაციით, შტაბი დაამუშავებს აღნიშნულ საკითხს და შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ამოქმედდება.საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
https://sputnik-georgia.com/20210720/gamyreliZe-wiTel-zonaSi-gadavediT-252370970.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367949_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_a2588324780396c3b59deb7b1233bca7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
16:18 20.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს ადამიანები დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, ამიტომ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან დაკავშირებული რეგულაციები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
„რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, შტაბი დაამუშავებს აღნიშნულ საკითხს და შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.