04:30 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
139 0 0

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის – რაც უფრო იზრდება „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში „ინდური შტამით“ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს, შესაბამისად იზრდება კლინიკებში მიმართვიანობაც.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი საწოლების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველდღიურად ემატება, თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ არის. 

კლინიკის დირექტორის მოადგილის ჯავარი უგრეხელიძის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული 350-ვე საწოლი დაკავებულია. რაც შეეხება პედიატრიულ საწოლებს, კლინიკა უკვე მზადაა ინფიცირებული ბავშვების მისაღებად.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის ლიკა მუმლაძის თქმით, კოვიდ-პაციენტების უმეტესობას, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც სავალდებულო გახდა, „ინდური“ შტამი დაუფიქსირდა.

„შემთხვევების მატებასთან ერთად რთულდება ვითარება კლინიკაში, ამ ეტაპზე ჩვენთან სტაციონარულ მკურნალობას 112 პაციენტი გადის. დაავადების მიმდინარეობის, კლინიკური სურათისა და ანამნეზის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70% „ინდური შტამით“ არის ინფიცირებული“, – განაცხადა მუმლაძემ.

მედიკოსების თქმით, „დელტა“ შტამს ბანალური გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, რის გამოც ხალხს იგი ხშირად ჩვეულებრივ სურდოში ერევა. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების ჩატარებისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ. 

ეპიდემიოლოგების აზრით, სწორედ „ინდური“ შტამის გავრცელების გამო შეიქმნა საქართველოს კლინიკებში საწოლფონდის პრობლემა. მათი თქმით, „დელტა“ შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.

საქართველოში კორონავირუსის „ინდური“ შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი „ბრიტანული“ შტამით არის დაავადებული, რომლის პირველი შემთხვევაც თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები