https://sputnik-georgia.com/20210716/SesaZloa-inficirebidan-vaqcinaciamde-120-dRiani-Sualedi-Semcirdes-252343659.html
შესაძლოა ინფიცირებიდან ვაქცინაციამდე 120-დღიანი შუალედი შემცირდეს
შესაძლოა ინფიცირებიდან ვაქცინაციამდე 120-დღიანი შუალედი შემცირდეს
Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 334.199 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად)... 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T20:16+0400
2021-07-16T20:16+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715756_0:308:3076:2047_1920x0_80_0_0_d12103c3b17c3739b3092bf08751b9da.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდის შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.COVID-19 ბავშვებში: საქართველოში თავისუფალი პედიატრიული საწოლები თითქმის აღარ დარჩა>>გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელს გახდის სამედიცინო პერსონალი აცრების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს.როგორც გამყრელიძემ განმარტა, სამედიცინო სექტორში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილია 12 ათასამდე პირი. ექიმების რაოდენობა კი ჯამში შეადგენს 18 ათასს და მათგან აცრილია 7%-მდე.„დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიურად იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა გამყრელიძემ.ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.653 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 384 ათასს გადააჭარბა.
https://sputnik-georgia.com/20210716/saqarTveloSi-koronavirusze-erTjeradad-vaqcinirebuli-12-piri-gardaicvala-252343404.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715756_0:114:3076:2047_1920x0_80_0_0_c612b9aaaca8f7cdefbb959e21cbe560.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
შესაძლოა ინფიცირებიდან ვაქცინაციამდე 120-დღიანი შუალედი შემცირდეს
20:16 16.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 334.199 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 126.171 მოქალაქე.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდის შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელს გახდის სამედიცინო პერსონალი აცრების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს.
„სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. თუ ჩვენთან მოსახლეობაში საერთო ინფიცირება არის 7%, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არის 33%. ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ ზოგს არ უწევდა აცრა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, სამედიცინო სექტორში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილია 12 ათასამდე პირი. ექიმების რაოდენობა კი ჯამში შეადგენს 18 ათასს და მათგან აცრილია 7%-მდე.
„დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიურად იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.653 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 384 ათასს გადააჭარბა.