როდის უნდა ველოდოთ ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მატებას – სპეციალისტის განმარტება

© AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
პროფესორ ჩხაიძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება – მოსახლეობის დიდი ნაწილის ორჯერადი ვაქცინაციაა.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, „ინდური შტამის“ (იგივე „დელტა“ შტამი) შესაჩერებლად ერთადერთი საშუალება არის ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
საქართველოში „დელტა“ შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული
„ქვეყანაში თუ ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 30-40 პროცენტზე მეტი, მაშინ, გარკვეულწილად, ეს შტამი არ ვრცელდება სწრაფად. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ შორს ვართ ამ მაჩვენებლისგან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძემ „დელტა“ შტამის სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების დროს ხშირია თავისა და ყელის ტკივილი.
„კლინიკურ გამოვლინებებს შორის განსხვავება არსებობს. ე.წ. დელტა ვარიანტის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია თავისა და ყელის ძლიერ ტკივილზე, და ცხვირიდან გამონადენზე. ანუ, ტემპერატურა და ხველა ნაკლებად ახასიათებს, რაც ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
გამყრელიძე: საქართველოში დელტა-შტამის გავრცელება ინტენსიური ხდება>>
მისივე განმარტებით, ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ხშირია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც. ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს, ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა ბავშვებს ეს დაავადება თავიდან ააცილონ.
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ბავშვების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
„თუ ოჯახში იზრდება ბავშვი, ოჯახის ყველა უფროსი წევრის პასუხისმგებლობაა, ჩაიტაროს ვაქცინაცია. სხვანაირად ბავშვებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0