კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ბავშვების მდგომარეობა კვლავ მძიმეა

© photo: Sputnik / Ilya Pitalevახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება მეტია, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტების.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული, კვლავ მძიმეა, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
მედიასაშუალებებმა სამი ჩვილის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს. ორი ბავშვი ორი თვის, ერთი კი ახალშობილია. სამივე მათგანი კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. 
ჩვილი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
ჩხაიძის თქმით, ბავშვებიდან ერთ-ერთს PCR–კვლევით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს კი  ე.წ. ბრიტანული. რაც შეეხება მესამე ჩვილს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლევა გრძელდება.  ახალშობილი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, თბილისში აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.
„სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება, სამივე რჩება მართვით სუნთქვაზე, განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობაა „ინდური შტამით“ დადასტურებულ პაციენტთან", – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს. 
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
 
ყველა ახალი ამბავი
0