https://sputnik-georgia.com/20210708/afxazeTidan-TbilisSi-gadmoyvanil-bavSvs-induri-Stami-daudasturda-252258156.html
აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
Sputnik საქართველო
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ბავშვი იმყოფება, აქედან ერთი ახალშობილია. სამივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T19:48+0400
2021-07-08T19:48+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/12/238811276_0:107:1024:683_1920x0_80_0_0_291ea6ef86a913402c669f8f54363663.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის ი. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“.კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდასტურდა.„PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ინფიცირებულები ორი თვის ბავშვები არიან“, - განაცხადა ჩხაიძემ.კლინიკაში აცხადებენ, რომ დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30% მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საგულისხმოა, რომ ამ ბავშვებს რაიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნება, აცხადებენ კლინიკაში.საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა.
https://sputnik-georgia.com/20210708/samichvili-martvit-suntqvazea-252254164.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/12/238811276_57:0:968:683_1920x0_80_0_0_3e544dd8814854c09f8ae993bbd7e39c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
19:48 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ბავშვი იმყოფება, აქედან ერთი ახალშობილია. სამივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის ი. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“.
კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდასტურდა.
„PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ინფიცირებულები ორი თვის ბავშვები არიან“, - განაცხადა ჩხაიძემ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30% მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საგულისხმოა, რომ ამ ბავშვებს რაიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნება, აცხადებენ კლინიკაში.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა.