12:14 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

მსგავსი მკაცრი ზომების  შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 29 ივლისიდან საქართველოში ძალაში შევა აკრძალვა ხმოვანი პისტოლეტების ტარებაზე, ნათქვამია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებში, რომლებიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცვლილებების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება სხეულზე ან ტანსაცმელში აიკრძალება. ასეთი პისტოლეტის გადატანა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ყუთში, თანაც „განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად“.

რაც შეეხება გაზის (აირის) პისტოლეტს, დაუშვებელია მისი ღიად, გამოსაჩენად ტარება საზოგადოებრივ ადგილებში.

„დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება“, - ნათქვამია კანონში.

აღნიშნული დარღვევებისთვის ჯარიმა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული და 500 ლარს შეადგენს.

მსგავსი მკაცრი ზომების  შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი. შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის 1 ივნისისთვის მსგავსი პისტოლეტების გამოყენებით ჩადენილია 8 ყაჩაღური თავდასხმა და 12 დანაშაული ძალადობის გამოყენებით, ხოლო 2020 წელს - 18 ყაჩაღობა და 24 სხვა დანაშაული.

კანონის ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 2020 და 2021 წლებში 755 საქმის ფარგლებში გაზისა და ხმოვანი იარაღი ამოიღო.

მთავარი თემები