https://sputnik-georgia.com/20210718/saqarTveloSi-gazisa-da-xmovani-iaraRis-tarebis-wesebi-gaamkacres-252350207.html
საქართველოში გაზისა და ხმოვანი იარაღოს იარაღის ტარების წესები გაამკაცრეს
საქართველოში გაზისა და ხმოვანი იარაღოს იარაღის ტარების წესები გაამკაცრეს
Sputnik საქართველო
მსგავსი მკაცრი ზომების შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი. 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T09:30+0400
2021-07-18T09:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251904591_0:392:2929:2048_1920x0_80_0_0_b60e2b4156bcbfb9623562005e4e6599.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 29 ივლისიდან საქართველოში ძალაში შევა აკრძალვა ხმოვანი პისტოლეტების ტარებაზე, ნათქვამია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებში, რომლებიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ცვლილებების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება სხეულზე ან ტანსაცმელში აიკრძალება. ასეთი პისტოლეტის გადატანა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ყუთში, თანაც „განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად“.რაც შეეხება გაზის (აირის) პისტოლეტს, დაუშვებელია მისი ღიად, გამოსაჩენად ტარება საზოგადოებრივ ადგილებში.„დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება“, - ნათქვამია კანონში.აღნიშნული დარღვევებისთვის ჯარიმა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული და 500 ლარს შეადგენს.მსგავსი მკაცრი ზომების შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი. შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის 1 ივნისისთვის მსგავსი პისტოლეტების გამოყენებით ჩადენილია 8 ყაჩაღური თავდასხმა და 12 დანაშაული ძალადობის გამოყენებით, ხოლო 2020 წელს - 18 ყაჩაღობა და 24 სხვა დანაშაული.კანონის ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 2020 და 2021 წლებში 755 საქმის ფარგლებში გაზისა და ხმოვანი იარაღი ამოიღო.
https://sputnik-georgia.com/20210715/qalaqebsa-da-soplebshi-umizno-srola-akrzalulia-252324259.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251904591_0:519:2433:2048_1920x0_80_0_0_4e96b4a13dbf1ce660926e9fb13ac432.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში გაზისა და ხმოვანი იარაღოს იარაღის ტარების წესები გაამკაცრეს
09:30 18.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მსგავსი მკაცრი ზომების შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 29 ივლისიდან საქართველოში ძალაში შევა აკრძალვა ხმოვანი პისტოლეტების ტარებაზე, ნათქვამია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებში, რომლებიც „საკანონმდებლო მაცნეს“
ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცვლილებების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება სხეულზე ან ტანსაცმელში აიკრძალება. ასეთი პისტოლეტის გადატანა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ყუთში, თანაც „განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად“.
რაც შეეხება გაზის (აირის) პისტოლეტს, დაუშვებელია მისი ღიად, გამოსაჩენად ტარება საზოგადოებრივ ადგილებში.
„დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება“, - ნათქვამია კანონში.
აღნიშნული დარღვევებისთვის ჯარიმა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული და 500 ლარს შეადგენს.
მსგავსი მკაცრი ზომების შემოღების მიზეზია გახშირებული დანაშაული, რომელიც ხმოვანი იარაღის გამოყენებითაა ჩადენილი. შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის 1 ივნისისთვის მსგავსი პისტოლეტების გამოყენებით ჩადენილია 8 ყაჩაღური თავდასხმა და 12 დანაშაული ძალადობის გამოყენებით, ხოლო 2020 წელს - 18 ყაჩაღობა და 24 სხვა დანაშაული.
კანონის ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 2020 და 2021 წლებში 755 საქმის ფარგლებში გაზისა და ხმოვანი იარაღი ამოიღო.