საქართველოში უმისამართო სროლისთვის პირი დაჯარიმდება

© photo: Sputnik / Stringerპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
სანქციებს ექვემდებარება ასევე აკუსტიკური და გაზის იარაღის ტარება, ან მათი გადატანის წესების დარღვევა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დასახლებულ პუნქტებში სანადირო, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) და პნევმატური იარაღებიდან სროლა ჯარიმას დაექვემდებარება.
იარაღის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
საქართველოში შეიძლება გაზის იარაღის ტარების ნება დართონ – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული შესაბამისი ცვლილებები ძალაში 29 ივლისს შევა.
ცვლილებების თანახმად, გაზის, პნევმატური ან ხმოვანი იარაღიდან და სანადირო თოფიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დადგენილი წესების დარღვევით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და იარაღის შესაძლო კონფისკაციას.
ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის გამეორება ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას.
სანქციებს დაექვემდებარება აკუსტიკური იარაღის ტარება ან მისი გადატანის წესების დარღვევაც – ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 500 ლარია.
ანალოგიურ ჯარიმას ითვალისწინებს გაზის იარაღის ტარების წესის დარღვევა.
წლის მანძილზე აღნიშნული აკრძალვების განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას ათასი ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას.
ყველა ახალი ამბავი
0