10:46 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
10010

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ მიიღებს.

თბილისი 17 ივლისი - Sputnik. აშშ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 500 ათას დოზას გადმოსცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.

„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. Sinovac-ისა და Sinopharm-ის მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, Pfizer-ის ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ამასთან, Pfizer-ის ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.

მთავარი თემები