https://sputnik-georgia.com/20210717/saqarTvelo-SeerTebuli-Statebisgan-Pfizer-is-naxevar-milion-dozas-saCuqrad-miiRebs-252347392.html
საქართველო შეერთებული შტატებისგან Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად მიიღებს
საქართველო შეერთებული შტატებისგან Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად მიიღებს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ მიიღებს. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T13:30+0400
2021-07-17T13:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251512082_0:264:2705:1785_1920x0_80_0_0_68fe8426a32c3b21bca0546e1d32ca32.jpg
თბილისი 17 ივლისი - Sputnik. აშშ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 500 ათას დოზას გადმოსცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. Sinovac-ისა და Sinopharm-ის მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, Pfizer-ის ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ამასთან, Pfizer-ის ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210717/rodis-miiRebs-saqarTvelo-Pfizer-is-morig-partias-gabunias-ganmarteba-252346008.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251512082_0:11:2705:2039_1920x0_80_0_0_04595ca804b73dc51218cb6637b0e6e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველო შეერთებული შტატებისგან Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად მიიღებს
13:30 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ მიიღებს.
თბილისი 17 ივლისი - Sputnik. აშშ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 500 ათას დოზას გადმოსცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.
„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. Sinovac-ისა და Sinopharm-ის მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, Pfizer-ის ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ამასთან, Pfizer-ის ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.