10:51 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა გურამ ფალავანდიშვილთან ერთად ასევე მოუწევთ თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის სხვა ორგანიზატორებსაც.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიციამ 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა დასრულდა, დაკითხვაზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.

ჩხრეკა ასევე ჩატარდა საპროტესტო აქციის სხვა ლიდერების – მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შსს-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

თავად ფალავანდიშვილმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენს სახლში ჩატარდა ჩხრეკა. კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას... სამწუხაროა, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს – „თბილისი პრაიდს" და მედია-ტერორისტებს. თქვენ უნდა დაგაკავონ, თქვენ ტერორისტები და მოძალადეები ხართ", – მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისის არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.

მთავარი თემები