https://sputnik-georgia.com/20210716/guram-palavandishvili-policiis-samartveloshi-gadaikvanes-252340351.html
ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე – გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია
ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე – გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია
Sputnik საქართველო
გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა გურამ ფალავანდიშვილთან ერთად ასევე მოუწევთ თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის სხვა ორგანიზატორებსაც. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T16:07+0400
2021-07-16T16:07+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/06/251094142_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_7e7c880ce218ce15b65c173aae931172.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიციამ 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა დასრულდა, დაკითხვაზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა. ჩხრეკა ასევე ჩატარდა საპროტესტო აქციის სხვა ლიდერების – მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.შსს-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.თავად ფალავანდიშვილმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.„ჩვენს სახლში ჩატარდა ჩხრეკა. კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას... სამწუხაროა, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს – „თბილისი პრაიდს" და მედია-ტერორისტებს. თქვენ უნდა დაგაკავონ, თქვენ ტერორისტები და მოძალადეები ხართ", – მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისის არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.
https://sputnik-georgia.com/20210716/policia-5-ivlisis-kontraqciis-organizatorebis-saxlebs-chxreks-252337721.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/06/251094142_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_b53032f93dd40c129e6b3beab041d034.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე – გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია
16:07 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა გურამ ფალავანდიშვილთან ერთად ასევე მოუწევთ თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის სხვა ორგანიზატორებსაც.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიციამ 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა დასრულდა, დაკითხვაზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა საპროტესტო აქციის სხვა ლიდერების – მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შსს-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
თავად ფალავანდიშვილმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენს სახლში ჩატარდა ჩხრეკა. კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას... სამწუხაროა, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს – „თბილისი პრაიდს" და მედია-ტერორისტებს. თქვენ უნდა დაგაკავონ, თქვენ ტერორისტები და მოძალადეები ხართ", – მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.
5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისის არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.