https://sputnik-georgia.com/20210716/policia-5-ivlisis-kontraqciis-organizatorebis-saxlebs-chxreks-252337721.html
პოლიცია 5 ივლისის კონტრაქციის ორგანიზატორთა სახლებში ჩხრეკას ატარებს
პოლიცია 5 ივლისის კონტრაქციის ორგანიზატორთა სახლებში ჩხრეკას ატარებს
Sputnik საქართველო
შსს-ს თბილისის ცენტრში მომხდარი მასობრივი არეულობიდან მხოლოდ ათი დღის შემდეგ გაახსენდა კონტრაქციის ორგანიზატორები. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T13:32+0400
2021-07-16T13:32+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252295835_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_db2b1e5955c14c5ed11a2e8c8c7ffcee.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიცია 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკას ატარებს. როგორც ქართული მასმედია იუწყება, ჩხრეკა მიმდინარეობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის სახლში, რომელიც ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს.თავად ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. შესაძლოა, იგი ასევე ესწრება მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს, რადგანაც, მედიის მონაცემებით, მისი პირადი ავტომობილი სახლის ეზოშია. ადგილზე რამდენიმე საათია მობილიზებული არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები.ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს სხვა ლიდერების - მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოფიციალურ უწყებებს განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისს არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.
https://sputnik-georgia.com/20210715/daiaJon-damnaSaveebi-Jurnalistebma-Sss-Tan-dumilis-aqcia-gamarTes-252330810.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252295835_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_74bf73c08e695fea31c18f0eec7ca793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პოლიცია 5 ივლისის კონტრაქციის ორგანიზატორთა სახლებში ჩხრეკას ატარებს
13:32 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) შსს-ს თბილისის ცენტრში მომხდარი მასობრივი არეულობიდან მხოლოდ ათი დღის შემდეგ გაახსენდა კონტრაქციის ორგანიზატორები.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიცია 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკას ატარებს.
როგორც ქართული მასმედია იუწყება, ჩხრეკა მიმდინარეობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის სახლში, რომელიც ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს.
თავად ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. შესაძლოა, იგი ასევე ესწრება მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს, რადგანაც, მედიის მონაცემებით, მისი პირადი ავტომობილი სახლის ეზოშია. ადგილზე რამდენიმე საათია მობილიზებული არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები.
ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს სხვა ლიდერების - მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოფიციალურ უწყებებს განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისს არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.