სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა

© Sputnik / Alex Tikhomirovსამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით, სოფელ სამებასთან დღეს მეორე, ხოლო ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთოთხმეტე მიწისძვრა დაფიქსირდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით, სოფელ სამებასთან დღეს მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა. აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეთოთხმეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
სეისმოლოგმა დღეს სოფელ სამებასთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეები შეაფასა.
„მიწისძვრა უკავშირდება ტექტონიკურ ძვრებს. ვაკვირდებით სეისმურობას ჯავახეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შევისწავლით", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში მიწისძვრის სამი აქტიური კერაა.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
„სეისმურად აქტიურია რაჭა, კერძოდ ონი, სადაც ძლიერი მიწისძვრა 1991 წელს დაფიქსირდა, შემდეგ 2009 წელს. ახლა ამ რეგიონში მცირე ბიძგები ხშირად ფიქსირდება. ასევე სეისმური აქტივობა შეინიშნება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, კერძოდ მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ფიქსირდება ლაგოდეხსა და ყვარელში. ხოლო მესამე აქტიური ზონაა ჯავახეთი", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0