https://sputnik-georgia.com/20210714/saqarTveloSi-miwisZvra-moxda-252315052.html
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Sputnik საქართველო
ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T11:46+0400
2021-07-14T11:46+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24666/33/246663303_0:97:1024:673_1920x0_80_0_0_d8b054da775e3a06a00595649c224541.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 21 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:04 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24666/33/246663303_0:0:1024:768_1920x0_80_0_0_89201e025bb8c9eaaa63c1ca0c0bf41b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
11:46 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 21 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა,
იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:04 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.