https://sputnik-georgia.com/20210714/saqarTveloSi-kidev-erTi-miwisZvra-moxda-252315289.html
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
Sputnik საქართველო
ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს მეორე, ხოლო ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთოთხმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T12:04+0400
2021-07-14T12:04+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/59/232065944_2:0:2590:1456_1920x0_80_0_0_820833f4a9c02d3ef23b0af4048d7c38.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:41 საათზე 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.დღეს ეს უკვე მეორე მიწისძვრაა - დილის 11:04 საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
https://sputnik-georgia.com/20210714/saqarTveloSi-miwisZvra-moxda-252315052.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/59/232065944_325:0:2266:1456_1920x0_80_0_0_069e38628f23e13c3c90e85a2df968cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
12:04 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს მეორე, ხოლო ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთოთხმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა,
იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:41 საათზე 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
დღეს ეს უკვე მეორე მიწისძვრაა - დილის 11:04 საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.