00:11 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
48 0 0

ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას საერთაშორისო საზოგადოებაში მწვავე შეფასებები მოჰყვა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად რეგიონულმა ტელევიზიებმა დღეს, 15:00 საათზე მაუწყებლობა დროებით გათიშეს.

სწორედ ამ დროს გამოასვენეს ტელეოპერატორი საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან. უკანასკნელ გზაზე იგი კოლეგებმა გააცილეს.

„გარდაცვლილი ტელეოპერატორის ხსოვნის პატივსაცემად 10 წუთის მანძილზე იქნება მხოლოდ წარწერა ჰეშთეგით „ლექსოსთვის“, – განაცხადეს ტელეკომპანია „TV პირველის“ წარმომადგენლებმა.

კოლეგისადმი ამ ფორმით სოლიდარობა გამოხატეს რეგიონულმა ტელევიზიებმა: „გურია“, „მეცხრე ტალღა“, „ოდიში“, TOK TV, „აგროგარემო“, TV/25, „მეცხრე არხი“, „თანამგზავრი“, TV 4, „რიონი“, „ბორჯომი TV“. აქციას ასევე შეუერთდა „ჰერეთის" სამივე რადიოსადგური – დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5, კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში რადიო ციტრუსი FM97.3.

ლაშქარავას გარდაცვალება

„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.

როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.

ლექსო ლაშქარავას დედა აცხადებს, რომ მისი ვაჟი 5 ივლისს მომხდარი ცემის ფაქტამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის შვილის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს სტანდარტული მუხლია, როდესაც პოულობენ ცხედარს, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცენ.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.

შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის მოსახსნელად ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს-ს ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.

 

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)

მთავარი თემები