გამყრელიძის ახალი ინიციატივა: ვის დაუშვებენ კონფერენციებზე ან შეკრებებზე

© Sputnik / STRINGERადამიანები აქციაზე
ადამიანები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, განიხილება საკითხი, რომ შემოდგომისთვის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები და მოსწავლეები ორჯერადად იყვნენ აცრილი.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გამოვედი ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე ან შეკრებაზე დაიშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს უნდა იყოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, რადგან ვაქცინაცია არაა სავალდებულო.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ისაუბრა ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების თემაზე. კერძოდ, მისი ინფორმაციით, განიხილება, რომ შემოდგომაზე უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი.
„ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია. ძალით ამას ვერ გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაციას ექვემდებარებიან 18 წელს ზემოთ მოქალაქეები. ხოლო როგორ და რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს მოსწავლეთა ვაქცინაცია – გამყრელიძეს არ განუმარტავს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. როგორც თსსუ-ში განაცხადეს, უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ.
გამყრელიძე: ვაქცინაციის აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია>>
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აიცრა 310.332 მოქალაქე, ორჯერადად – 120.479 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0