https://sputnik-georgia.com/20210706/tBILISIS-samedicino-universiteti-vaqcinaciis-procesSi-252226455.html
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება
Sputnik საქართველო
უნივერსიტეტში განიხილავენ საკითხს, რომ ახალ სასწავლო წელს აუდიტორიებში მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტები დაუშვან. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T13:17+0400
2021-07-06T13:17+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760575_0:879:1794:1888_1920x0_80_0_0_4c6f3ccd3144aeaf99f5154a0424f9f9.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი პროფესურა, ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სასწავლებლის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია. უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის, აცხადებენ თსსუ-ში.„მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში", – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისთვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება>>საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აიცრა 272.810 მოქალაქე, ორჯერადად – 107.377 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210706/rogor-imuSavebs-vaqcinaciis-oficrebis-programa-saqarTveloSi-252221986.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760575_100:969:1534:2045_1920x0_80_0_0_1172d5059875a00b98c5a0f81de1208d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება
13:17 06.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) უნივერსიტეტში განიხილავენ საკითხს, რომ ახალ სასწავლო წელს აუდიტორიებში მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტები დაუშვან.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი პროფესურა, ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სასწავლებლის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია. უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის, აცხადებენ თსსუ-ში.
„მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში", – აღნიშნულია განცხადებაში.
- როგორც თსსუ-ში აცხადებენ, უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისთვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აიცრა 272.810 მოქალაქე, ორჯერადად – 107.377 პირი.