10:56 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
107 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კუთხით ხელისუფლების მოქმედებები იყო.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ – მასმედიისა და უმცირესობების წარმომადგენლების დასაცავად შესაბამისი ზომები გაატარონ.

ორშაბათს, 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და იმ ზომებზე, რომლებიც უწყებამ განახორციელა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაადასტუროს თავისი ვალდებულება და დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა", – დაწერა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა Twitter-ის გვერდზე.

არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.

საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.

შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო, ადგილზე 3,2 ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ტელეოპერატორს ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები