https://sputnik-georgia.com/20210713/Pfizer-saqarTveloSi-uaxloes-dReebSi-Semova-252304680.html
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T13:19+0400
2021-07-13T13:19+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:312:3070:2048_1920x0_80_0_0_3221e508b64927c957dd1a8ffa9652d7.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს აცრა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.Pfizer კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზას საჭიროდ მიიჩნევს>>თუმცა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს არსებულმა ყველა ვაქცინამ, მათ შორის Sinopharm-მა და Sinovac-მა თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება, ინფიცირების შემთხვევები იმატებს, ამიტომ თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.
https://sputnik-georgia.com/20210713/gabunia-saqarTveloSi-epidemiologiuri-viTareba-uaresdeba-252304520.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:118:3070:2048_1920x0_80_0_0_cb9f976923c4df2f5e7e4027e428376f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა
13:19 13.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს აცრა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
თუმცა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს არსებულმა ყველა ვაქცინამ, მათ შორის Sinopharm-მა და Sinovac-მა თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.
„დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინის მილიონი დოზა. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ მისთვის ეს არჩევანი უპირატესია", – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება, ინფიცირების შემთხვევები იმატებს, ამიტომ თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.