04:37 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
8110

თეა წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, მოუსმინონ მთავრობის განცხადებებს და გაითვალისწინონ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მასმედიას მიმართა და მოუწოდა, ნუ დააშინებენ ქართველ ხალხს.

„შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის დაშინება ევროკავშირითა და ამერიკით, ჩვენ ვერ დაგვაშინებთ და ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია", – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.

ვიცე-პრემიერმა მასმედიის ნაწილი რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.

წულუკიანმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან და დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს.

„ოპოზიცია ცდილობს ლგბტ-საზოგადოება და მათი ინტერესები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს", – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თავადაც არაერთხელ გამხდარა ზოგიერთი მედიასაშუალების აგრესიის ობიექტი და შეუძლია ასეთი მინიმუმ სამი ფაქტი დაასახელოს. ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, მას არ შეუწყვეტია ჟურნალისტებთან თანამშრომლობა და საკუთარი მოვალეობის შესრულება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ორი ახალ ვიცე-პრემიერი დანიშნა – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მასმედიის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. 5 ივლისს სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქციაზე მედიასაშუალებების 53 წარმომადგენელი დაშავდა.

შსს-ს ამ დროისათვის ძალადობის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი ჰყავს დაკავებული.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო. საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები