https://sputnik-georgia.com/20210712/axali-vice-premieri-medias-shewyvitet-adamianebis-dashineba-252294198.html
ახალი ვიცე-პრემიერი მასმედიას: შეწყვიტეთ ადამიანების დაშინება
ახალი ვიცე-პრემიერი მასმედიას: შეწყვიტეთ ადამიანების დაშინება
Sputnik საქართველო
თეა წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, მოუსმინონ მთავრობის განცხადებებს და გაითვალისწინონ განვითარებული მოვლენების შეფასებისას. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T14:50+0400
2021-07-12T14:50+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_0:0:3346:1882_1920x0_80_0_0_0c70c2091ee7cab4fd8825bc9675d39c.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მასმედიას მიმართა და მოუწოდა, ნუ დააშინებენ ქართველ ხალხს.„შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის დაშინება ევროკავშირითა და ამერიკით, ჩვენ ვერ დაგვაშინებთ და ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია", – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.ვიცე-პრემიერმა მასმედიის ნაწილი რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.წულუკიანმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან და დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს.„ოპოზიცია ცდილობს ლგბტ-საზოგადოება და მათი ინტერესები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს", – განაცხადა წულუკიანმა.მისი თქმით, თავადაც არაერთხელ გამხდარა ზოგიერთი მედიასაშუალების აგრესიის ობიექტი და შეუძლია ასეთი მინიმუმ სამი ფაქტი დაასახელოს. ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, მას არ შეუწყვეტია ჟურნალისტებთან თანამშრომლობა და საკუთარი მოვალეობის შესრულება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ორი ახალ ვიცე-პრემიერი დანიშნა – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მასმედიის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. 5 ივლისს სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქციაზე მედიასაშუალებების 53 წარმომადგენელი დაშავდა.შსს-ს ამ დროისათვის ძალადობის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი ჰყავს დაკავებული.რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო. საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210712/opozicia-mTavrobis-impiCentis-proceduras-iwyebs-252293998.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_615:0:3346:2048_1920x0_80_0_0_941b96191b1ea4c12b9ebd52c916aaa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ვიცე-პრემიერი მასმედიას: შეწყვიტეთ ადამიანების დაშინება
14:50 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) თეა წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, მოუსმინონ მთავრობის განცხადებებს და გაითვალისწინონ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მასმედიას მიმართა და მოუწოდა, ნუ დააშინებენ ქართველ ხალხს.
„შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის დაშინება ევროკავშირითა და ამერიკით, ჩვენ ვერ დაგვაშინებთ და ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია", – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
ვიცე-პრემიერმა მასმედიის ნაწილი რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.
წულუკიანმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან და დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს.
„ოპოზიცია ცდილობს ლგბტ-საზოგადოება და მათი ინტერესები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს", – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, თავადაც არაერთხელ გამხდარა ზოგიერთი მედიასაშუალების აგრესიის ობიექტი და შეუძლია ასეთი მინიმუმ სამი ფაქტი დაასახელოს. ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, მას არ შეუწყვეტია ჟურნალისტებთან თანამშრომლობა და საკუთარი მოვალეობის შესრულება.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ორი ახალ ვიცე-პრემიერი დანიშნა – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მასმედიის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. 5 ივლისს სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქციაზე მედიასაშუალებების 53 წარმომადგენელი დაშავდა.
შსს-ს ამ დროისათვის ძალადობის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი ჰყავს დაკავებული.
რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო. საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.