https://sputnik-georgia.com/20210712/opozicia-mTavrobis-impiCentis-proceduras-iwyebs-252293998.html
ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობების დროს, მიიჩნევენ ოპოზიციონერები. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T14:43+0400
2021-07-12T14:43+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_30dfb6855dacf4347d15b7889b989769.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის პროცედურის დაწყებას აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" - პრემიერი საპროტესტო აქციებზე>>ორშაბათს მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებისგან პასუხები მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის მიზეზი „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს.მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.ოპოზიციას ამჟამად 66 დეპუტატი ჰყავს. ეს საკმარისია უნდობლობის პროცედურის დასაწყებად, მაგრამ არასაკმარისი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად.არეულობები თბილისშითბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემდნენ მათ და უნადგურებდნენ აპარატურას. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.ამ დროისათვის დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათ საქართველოს სსკ-ის სამი მუხლის მიხედვით ედებათ ბრალი: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათი დევნა და ჯგუფური ძალადობა.
https://sputnik-georgia.com/20210712/parlamentshi-deputatebi-opozicia-da-media-chxubobs-252292568.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_308:0:3039:2048_1920x0_80_0_0_c2282fa0a82138bd67e0dc890e56e55c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
14:43 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობების დროს, მიიჩნევენ ოპოზიციონერები.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის პროცედურის დაწყებას აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ორშაბათს მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებისგან პასუხები მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის მიზეზი „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს.
„ჩვენი ამოცანაა – არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის; შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.
ოპოზიციას ამჟამად 66 დეპუტატი ჰყავს. ეს საკმარისია უნდობლობის პროცედურის დასაწყებად, მაგრამ არასაკმარისი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემდნენ მათ და უნადგურებდნენ აპარატურას. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
ამ დროისათვის დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათ საქართველოს სსკ-ის სამი მუხლის მიხედვით ედებათ ბრალი: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათი დევნა და ჯგუფური ძალადობა.