კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმა, სადაც ლექსო ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
მედიკოსის თქმით, პაციენტი კლინიკაში 5-დან 8 ივლისამდე მკურნალობდა და შემდეგ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა, სადაც „ტვ პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მკურნალობა ჩაუტარდა, ყოფილი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
პრემიერი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
რამიშვილის თქმით, პაციენტი 5 ივლისს შეიყვანეს და სამ დღეში გაწერეს. გაწერამდე მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
„პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას. გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ლექსო ლაშქარავას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექპერტი ჩაერთვება
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
ოჯახისა და ტელეკომპანიის თხოვნით ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ყველა ახალი ამბავი
0