05:15 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

გამყრელიძეს მიაჩნია, რომ თუ მოსახლეობა ზაფხულში რეგულაციებს არ დაიცავს, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.

თბილისი, 10 ივლისი  – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა,  ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს.

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში
photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia

მისი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.

„პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 4,06%-ს, ბოლო 14 დღის - 3,67%-ს, ბოლო 7 დღის - 4,07%-ს.
  • 1 ივლისს, როდესაც კომენდანტის საათი გაუქმდა, დღიური მაჩვენებელი იყო 3,2%, ბოლო 14 დღის – 2,66%, ბოლო 7 დღის – 2,86%.

საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.

დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.

მთავარი თემები