https://sputnik-georgia.com/20210710/gamyreliZe-unda-gamkacrdes-arsebuli-kovid-regulaciebis-aRsrulebis-monitoringi-252275379.html
გამყრელიძე: უნდა გამკაცრდეს არსებული კოვიდრეგულაციების აღსრულების მონიტორინგი
გამყრელიძე: უნდა გამკაცრდეს არსებული კოვიდრეგულაციების აღსრულების მონიტორინგი
Sputnik საქართველო
გამყრელიძეს მიაჩნია, რომ თუ მოსახლეობა ზაფხულში რეგულაციებს არ დაიცავს, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს. 10.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-10T18:11+0400
2021-07-10T18:11+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260352_0:255:3000:1952_1920x0_80_0_0_cff95f9c66f0b39f1271336903f3439d.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს.მისი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.„პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
https://sputnik-georgia.com/20210710/AstraZeneca-s-vaqcinis-axali-partia-aqarTveloSia-252273096.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260352_0:116:3000:2001_1920x0_80_0_0_fc79bfe4a59e2048617a30599468543e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამყრელიძე: უნდა გამკაცრდეს არსებული კოვიდრეგულაციების აღსრულების მონიტორინგი
18:11 10.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გამყრელიძეს მიაჩნია, რომ თუ მოსახლეობა ზაფხულში რეგულაციებს არ დაიცავს, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს.
„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.
„პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 4,06%-ს, ბოლო 14 დღის - 3,67%-ს, ბოლო 7 დღის - 4,07%-ს.
- 1 ივლისს, როდესაც კომენდანტის საათი გაუქმდა, დღიური მაჩვენებელი იყო 3,2%, ბოლო 14 დღის – 2,66%, ბოლო 7 დღის – 2,86%.
საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.
დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.